შემეცნებით-გასართობი ღონისძიება
მე-6 ა კლასის ღონისძიება
’’ ყველაზე ჭკვიანი და მოხერხებული“
ღონისძიების მიზანი :* მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება.
კომუნიკაციის უნარ-ჩვევის განვითარება
ცოდნის გაღრმავება (კითხვებში მოცემული ზოგიერთი საკითხი შეიძლება უცნობი იყოს მოსწავლეთათვის)
სხარტი აზროვნების განვითარების ხელის შეწყობა
ფანტაზიის განვითარება მოსწავლეებში
კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად. ორი ჯგუფი ეჯიბრება მოსაზრებულობაში, ორი მოხერხებულობაში.
· გუნდები პასუხობენ შეკითხვებზე(25 კითხვა) 1ქ 15წთ
· კითხვები ლიდერებს (10-10 შეკითხვა) 1ქ 10წთ
· კითხვები ლიდერებს (10-10 შეკითხვა) 1ქ 10წთ
· კითხვები ა) გამოიცანით კინოფილმის ამ მულტფილმის სახელწოდება 2ქ 10 წთ
ბ) სად მდებარეობს ეს შენობა დაასახელეთ ქალაქი და შენობის სახელი
· ჯგუფებს ურიგდებათ ფურცლები, სადაც არეული სიტყვებით წერია ცნობილი ანდაზა ან აფორიზმი ბავშვებმა უნდა დაჭრან და დააწებონ ფურცელზე სწორი სახით 4ქ 5წთ
· მუსიკალური პაუზა 10წთ
· თითო მოთამაშე 2 წუთის განმავლიბაში ცდილობს ბოთლში ჩაყაროს რაც შეიძლება მეტი ლობიოს მარცვალი
· ორი მოსწავლე ცდილობს გაბეროს რაც შეიძლება მეტი ფერადი ბუშტი და გააკეთის გირლიანდი 2 წთში
· ორიმოსწავლე ზურგით იჭერს ბუშტს და ცდილობს გადაადგილდეს მითითებულ დგილას წაგებულია ის, რომელ წყვილსაც დაუვარდება ან გაუსკდება ბუშტი 2 წთ-ის განმავლობაში.
· თვალებახვეული ორი მოსწავლე პირისპირ დგას, ცდილობენ გაფცქვნან მანდარინი და ერთმანეთს აჭამონ. ნაფცქვენები მოათავსონ თეფშზე.რომელიწყვილიც მეტ მანდარინს 5 შეჭამს და ზუსტად მოათავსებს ნაფცქვენებს თეშზე, ის გამარჯვებულია.
· გუნდებს ურიგდებათ ფერადი ქაღალდები მოსწავლეები ჭრიან გეომეტრიულ ფიგურებს და გეომეტრიული ფიგურები და ქმნიან რაიმე კომპოზიციას აპლიკაციით. 10წთ
ანგარიში ღონისძიების ჩატარების შესახებ
ღონისძიების ჩატარების დღე: 11.12. 2012
სკოლა: VI საჯარო კლასი: VI ა
დამრიგებელი: თამარ მართაშვილი
ღონისძიების მიზანი: მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება.
კომუნიკაციის უნარ-ჩვევის განვითარება.
ცოდნის გაღრმავება.
სხარტი აზროვნების განვითარების ხელის შეწყობა.
მოსწავლეებში ფანტაზიის განვითარება
რესურსები:
კომპიუტერი, პროექტორი, მუსიკალური საკრავი( იამაჰა) ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო.
რონისძიების შედეგი:
ღონისძიება გამოვიდა სახალისო და შთამბეჭდავი. მოსწავლეებმა გამოიმუშავეს და გაიღრმავეს გუნდური მუშაობის უნარი. სხარტი აზროვნება, მიიღეს სხვადასხვა ინფორმაცია ზოგიერთი მოვლენის და ფაქტის შესახებ. მოახდინეს მუსიკალური შესაძლებლობების დემონსტრირება.
No comments:
Post a Comment